ნიუ-იორკში შენობის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა
მსოფლიო ·

ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში სამშენებლო ობიექტის გვერდით მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე გათხრები მიმდინარეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანის, მათ შორის ერთი ორსული ქალის, გამოყვანა შეძლეს.