აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, „ოცნების ქალაქის“ II ეტაპისთვის ₾40.5 მილიონია გამოყოფილი - როდის დასრულდება პროექტი?
პოლიტიკა ·

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობისთვის 40.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. პროექტის საერთო ღირებულება 132.6 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც ამ დროისთვის 64.9 მლნ ლარია დახარჯული. მშენებლობის დასრულება 2028 წლის 5 თებერვალს იგეგმება. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან BMG-ის აცნობეს, პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში შენდება ცხრა საცხოვრებელი კორპუსი, რომლებშიც ჯამში 1 077 ბინა განთავსდება.