კიევში მყვინთავებმა მდინარე დნეპრიდან რუსული დრონის ნამსხვრევები ამოიღეს

მსოფლიო ·

კიევში მყვინთავებმა მდინარე დნეპრიდან რუსული დრონის ნამსხვრევები ამოიღეს

კიევში სამაშველო რაზმის მყვინთავებმა მდინარე დნეპრიდან 11 ნოემბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჩავარდნილი რუსული დრონის ნამსხვრევები ამოიღეს. სპეციალისტებმა წყალსაცავის ფსკერის 2000 კვადრატული მეტრი შეამოწმეს და ნარჩენები უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.