პუტინი: უკრაინაში ევროპული ჯარის შეყვანის შემთხვევაში, ომი განახლდება

მსოფლიო ·

პუტინი: უკრაინაში ევროპული ჯარის შეყვანის შემთხვევაში, ომი განახლდება

უკრაინაში, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ნებისმიერი ევროპული ჯარის შეყვანის შემდეგ ომი განახლდება, რადგან მოსკოვისთვის ევროპელი სამხედროების იქ ყოფნა მიუღებელია. აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრაზე გააკეთა. „ევროპელებმა ამის შესახებ იციან. რას ვისმენთ მათგან? იმას, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე ჯარებს შეიყვანენ. ეს რას ნიშნავს?