გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, ახალი ლიტერატურის გამოფენა გაიმართა

კულტურის სახლში, ა(ა)იპგარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, ახალი თანამედროვე ლიტერატურის გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრისა და ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი ახალი გამოცემები. გამოფენას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მოადგილე ფუად მირზოევთან ერთად დაესწრო. ხელმძღვანელმა პირებმა ხაზი გაუსვეს მუნიციპალიტეტშიწიგნიერების ამაღლებისა და საბიბლიოთეკო სფეროს განვითარების მნიშვნელობას.