ვლადიმერ პუტინი - ჩვენც გვსურს, მშვიდობა მარადიული იყოს - უკრაინული მხარე ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს, რაც განხეთქილების ვაშლი იქნება, ჩვენთვის ერთადერთი გამყოფი ხაზი სახელმწიფო საზღვარია: აქ ჩვენ ვართ, იქ კი თქვენ

მსოფლიო ·

გვსურს, რომ მშვიდობა მარადიული იყოს , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე განაცხადა. „რაც შეეხება მშვიდობის ხანგრძლივობას, მის სიმტკიცესა და საიმედოობას, ჩვენც გვსურს, რომ ეს მშვიდობა მარადიული იყოს“, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, იცის, რომ ტერიტორიულ საკითხებზე მხარეებს განსხვავებული ხედვები აქვთ. „ვიცით, რომ უკრაინული მხარე განსახილველად დღის წესრიგში ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს.