არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: "ნაცმოძრაობა" იქამდე მივა, რომ ბოლოს იმასაც იტყვიან, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი საერთოდ არ ყოფილაო
პოლიტიკა ·

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება. კითხვებს ამჯერად მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს უსვამენ. " ნაციონალური მოძრაობის " წარმომადგენლებმა სხდომაზე თქვეს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის საქმეები პარტიას არ უნდა მიეწეროს.