სალომე სიმონია: ამ დროს, ჩინოვნიკები გვყავს, ვისაც თავად აქვს თანხა გაპროცენტებული. ამ დროს, მილიონერები მართავენ ღარიბ, გასაცოდავებულ ქვეყანას
პოლიტიკა ·
სალომე სიმონია: ცოტა ხნის წინ, ოჯახი გაუსახლებიათ, გორიდან. კაცი დარდს გადაჰყოლია. ცხედარი ისევ იმ სახლში მიასვენეს, საიდანაც აღსრულებამ გამოასახლა. ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?! გუშინ, ცოლ-ქმარი ლიფტში იმის გამო ჩაცხრილეს, რომ ის ბინა შეუძენიათ, რომლიდანაც სხვას ასახლებდნენ. მანამდე, კახეთში, მოხუც ცოლ-ქმარს ღია ცის ქვეშ ტოვებდნენ და პაპა ტიროდა: თავს მოვიკლავო. ბალახაძეების შვიდსულიანი ოჯახი, ყოველ წამს გამოსახლებას ელოდება ვინ იცის, რამდენი ოჯახია ამ მძიმე ყოფაში და გასაჭირში ჩავარდნილი. ალბათ, ათასობით.