BBC: ნიუ-იორკში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა

მსოფლიო ·

BBC: ნიუ-იორკში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა

ნიუ-იორკში შენობის ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 17 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ქალაქის მერზე, ზოჰრან მამდანიზე დაყრდნობით ავრცელებს . მამდანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „ასეთი მასშტაბის დანაკარგის აღსაწერად სიტყვები არ არსებობს“. ტელეკომპანიის ცნობით, ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, შემთხვევის ადგილს მოერიდონ და დაზარალებულებს მხარი დაუჭირონ.