პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტში მონაწილეობს
პოლიტიკა ·

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს. EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო. კონფერენცია ირლანდიის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას გამოსვლებით გაიხსნა. სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.