დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა ·

დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს.