მაკრონი: ჩვენ, ევროპელებმა კვლავ უნდა გამოვიჩინოთ ინიციატივა რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად
მსოფლიო ·

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპელებმა კვლავ უნდა გამოიჩინონ ინიციატივა რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად. როგორც მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპას სჭირდება იცოდეს მკაფიოდ, რა სურს მას. მისი თქმით, ევროპამ აგრეთვე ნათელი უნდა მოჰფინოს იმასაც, თუ რა არის ბრიუსელის სამშვიდობო გეგმა და რა არის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის გეგმა. „ჩვენ კვლავ უნდა გამოვიჩინოთ ინიციატივა რუსეთთან დიალოგის დასაწყებად ევროპის კონტექსტში და აღნიშნული დიალოგის ფორმატი ამ ეტაპზე განისაზღვრება.