თესალონიკში დათო მაღრაძის პოემის „ბარაქიანი მიწის“ ბერძნული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება

საზოგადოება ·

თესალონიკში დათო მაღრაძის პოემის „ბარაქიანი მიწის“ ბერძნული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება

საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს და გამომცემლობა Entypios- ის ინიციატივით, არისტოტელეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, 4 დეკემბერს, პოეტ დათო მაღრაძის პოემის „ბარაქიანი მიწის“ ბერძნული ვერსიის პრეზენტაცია არისტოტელეს უნივერსიტეტში გაიმართება. პოემა გამომცემლობა Entypios-მა გამოსცა და და მისი პირველი პრეზენტაცია 2026 წელს თესალონიკის 22-ე წიგნის ფესტივალზე შედგა. ბერძნულ ენაზე წიგნი ნინო ლუკაშვილმა თარგმნა.