დავით კოდუა ახალგაზრდებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტექნოპარკში იმყოფებოდა

რეგიონები ·

დავით კოდუა ახალგაზრდებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტექნოპარკში იმყოფებოდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინიციატივით, ზუგდიდელი ახალგაზრდები ქუთაისის ტექნოპარკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ეწვივნენ. ახალგაზრდებთან ერთად ქუთაისში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და მერის პირველი მოადგილე ნუგზარ გაბელია იმყოფებოდნენ. საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა ორი მნიშვნელოვანი ინოვაციური ჰაბი ქუთაისის ტექნოპარკი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერეს.