აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ხვდებიან - მედია

მსოფლიო ·

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ხვდებიან - მედია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ხვდება. შეხვედრა აბუ-დაბიში ვაშინგტონის შუამავლობით გამართული რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ იმართება - წერს მედია . გავრცელებული ინფორმაციით, კრემლში მიმდინარე შეხვედრას პუტინის თანაშემწეები - იური უშაკოვი და ვლადიმერ მედინსკი, ასევე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ესწრებიან.