ვლადიმერ პუტინი - რუსეთი კონსტანტინოვკას აკონტროლებს და მზადაა ჰუმანიტარული მისიის უსაფრთხოება უზრუნველყოს, თუ უკრაინელები თვლიან, რომ ისინი აკონტროლებენ, მაშინ თავიანთი მხრიდან უსაფრთხოება თავად უზრუნველყონ
მსოფლიო ·

რუსეთი კონსტანტინოვკაში ჰუმანიტარული მისიის ორგანიზებისთვის მზად არის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ოლეშკის მაგალითზე, ქალაქ კონსტანტინოვკაში ჰუმანიტარული მისიის ორგანიზება შესთავაზა. „რუსეთი კონსტანტინოვკას აკონტროლებს და მზადაა ჰუმანიტარული მისიის უსაფრთხოება უზრუნველყოს“, - განაცხადა პუტინმა.