უკრაინელმა დეპუტატმა გონჩარენკომ, დანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი ზელენსკი ტრამპზე ხუმრობის გამო გააკრიტიკა და ეჭვქვეშ დააყენა მისი სურვილი ომის დასრულების თაობაზე
მსოფლიო ·

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ დანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე ხუმრობის გამო გააკრიტიკა და ეჭვქვეშ დააყენა მისი სურვილი ომის დასრულების თაობაზე. „იქნებ როგორმე შევთანხმდეთ ენერგეტიკულ ზავზე, რათა ზამთარი გადავიტანოთ? თუმცა ამის ნაცვლად რას ვიღებთ? ვიღებთ პრეზიდენტს, რომელიც მოლაპარაკებების დღეს, დანიის პარლამენტში გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტზე ხუმრობს. ვინმეს მართლა ეცინება ამაზე?