გიორგი მიქაუტაძე: ეს არის მაგალითი, რას ნიშნავს იყო ქართველი. მერაბ, საბა, თქვენს გვერდში ვართ

საზოგადოება ·

გიორგი მიქაუტაძე: ეს არის მაგალითი, რას ნიშნავს იყო ქართველი. მერაბ, საბა, თქვენს გვერდში ვართ

გიორგი მიქაუტაძე მერაბ დვალიშვილის მიმართ აბუ-დაბიში განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "2 ვაჟკაცი ბევრი ლაჩარის წინააღმდეგ. ეს არის მაგალითი, რას ნიშნავს იყო ქართველი. მერაბ, საბა, თქვენს გვერდში ვართ", - წერს გიორგი მიქაუტაძე. UFC-ის ქართველ მებრძოლს აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს დროს დაესხნენ თავს. დვალიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყო უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა - დაახლოებით 20 ადამიანი.