დის ინფორმაციით, ისაკო დევიძე კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს
პოლიტიკა ·

„მინდა მოკლედ გაგიზიაროთ ინფორმაცია ისაკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დაახლოებით ერთი კვირის წინ გავიგეთ, რომ მას მუცლის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, თუმცა ციხის საავადმყოფოში არ გადაჰყავდათ. ისაკოს ერთდღიანი პროტესტისა და შიმშილობის შემდეგ, ის საბოლოოდ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. იქ ჩატარებული ანალიზებისა და პირველადი დათვალიერების შემდეგ, მას კუჭის ქრონიკული გასტრიტის დიაგნოზი დაუსვეს.