აშშ-ში რუსეთის ელჩი გარდაიცვალა
მსოფლიო ·

აშშ-ში რუსეთის ელჩი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, 11 ნოემბერს 67 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი, ალექსანდრ დარჩიევი. “გარდაიცვალა გამორჩეული დიპლომატი, გამოცდილი ხელმძღვანელი, კარგი მეგობარი და მასწავლებელი. მაღალი დონის პროფესიონალი, შესანიშნავი ამერიკანისტი, ა.ნ. დარჩიევი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობდა”, - ნათქვამია განცხადებაში.