გორში, მამაკაცი სახლიდან გასახლების შემდეგ გარადაიცვალა

ეკონომიკა ·

გორში, მამაკაცი სახლიდან გასახლების შემდეგ გარადაიცვალა

როგორც ოჯახის ადვოკატმა ლევან ჭიღლაძემ ,,ქართლის ამბებს'' განუცხადა, ჭირისუფლებმა ცხედარი თბილისიდან გორში ისევ იმ სახლში დაასვენეს, საიდანაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა გაასახლეს. ,,არაერთხელ მივმართეთ აღსრულებას, რომ არ შეიძლებოდა ამ კაცის სახლიდან გასახლება. წარვადგინეთ ავადმყოფობის შესახებ ცნობები. მაგრამ მაინც მიიღეს გასახლების გადაწყვეტილება და გაასახლეს. ახლა მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება ყველა იმპირის ვინაობა, ვინც ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი სახლიდან გაასახლა,'' - ამბობს ადვოკატი.