არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე - ისეთ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობენ, რომ პირველი კურსის სტუდენტსაც თმები ყალყზე დაუდგებოდა - „ნაცმოძრაობა” იქამდე მივა, რომ იტყვიან, სააკაშვილი „ნაცმოძრაობის” წევრი საერთოდ არ ყოფილაო

პოლიტიკა ·

დღეს მათი ინტელექტისა და პროფესიონალიზმის შედეგები საზოგადოებამ ნახა. ხშირად ისეთ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობენ, რომ პირველი კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტსაც თმები ყალყზე დაუდგებოდა. მაგალითად, ისიც მოვისმინეთ, რომ თურმე ადამიანის უფლებები სამართლებრივი სახელმწიფოს ნაწილი არ ყოფილა, შემდეგ ძლივს, როგორღაც ერთი საათის შემდეგ, ადამიანი რომელიც არის პროფესორი, აკადემიურ სფეროშია, წიგნების ავტორია, ამას ამბობდა და არაერთი ჩაკითხვის შემდეგ გამოასწორა, თვითონაც მიხვდა, რომ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობდა.