ევროკავშირი აბუ-დაბიში გამართულ რუსეთ-უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებებს მიესალმება

მსოფლიო ·

ევროკავშირი აბუ-დაბიში გამართულ რუსეთ-უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებებს მიესალმება

ევროკავშირი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართულ რუსეთ-უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებებს მიესალმება. აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა . „ჩვენ განვიხილავთ აბუ-დაბიში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ჩვენ ძალიან მივესალმებით აბუ-დაბიში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. კარგი იყო, რომ ევროპელები ჩვენი ინტერესების დასაცავად იქ იყვნენ წარმოდგენილნი“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის დაწყებამდე.