სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუმინეთის ელჩი მიიღო

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III -მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი რაზვან როტუნდუ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. აღინიშნება, რომ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდა.