"დაზარალებულთან შერიგებას მიაღწია, ვითხოვთ საპროცესო შეთანხმებას" - სასამართლოში დაიწყო თელავში ქორწილში...

საზოგადოება ·

"დაზარალებულთან შერიგებას მიაღწია, ვითხოვთ საპროცესო შეთანხმებას" - სასამართლოში დაიწყო თელავში ქორწილში...

გიორგი ჭიღლაძე, რომელსაც თავისი ძმის ქორწილის მიმდინარეობისას იულია ნესტერიუკისთვის დაზიანების მიყენებას ედავებიან, ამჟამად 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. ის ბრალს აღიარებს და როგორც მისი ადვოკატი ამბობს, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მიმართავს. 12 ნოემბერს სხდომაზე, პროკურორმა ბექა ნათელაურმა ქორწილში დაქირავებული მუსიკალური აპარატურის მფლობელი გიორგი ქიზიყელაშვილი გამოჰკითხა, მას შეკითხვები დაუსვა ბრალდებულის ადვოკატმაც.