ღაზას სამოქალაქო დაცვის სამსახურის ცნობით, „ნასერის“ საავადმყოფოზე ისრაელის დარტყმას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიო ·

ღაზას სამოქალაქო დაცვის სამსახურის ცნობით, „ნასერის“ საავადმყოფოზე ისრაელის დარტყმას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

“ჰამასის” მიერ მართული სამოქალაქო დაცვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ღაზას სამხრეთ ნაწილში მდებარე „ნასერის“ საავადმყოფოს ერთ-ერთ შენობაზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სამსახურის პრესსპიკერმა მაჰმუდ ბასალმა მედიას განუცხადა, რომ დარტყმა ხან-იუნისში მდებარე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაზე განახორციელეს, რის შედეგადაც ასევე დაშავდა, სულ მცირე, 20 ადამიანი, შენობას კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.