ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში Starlink-ის ინტერნეტი კვლავ შეფერხებით მუშაობს
მსოფლიო ·

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით , უკრაინელი ჯარისკაცები Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობაში მნიშვნელოვან შეფერხებებს აფიქსირებენ. პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე შეისწავლეს ამ შეფერხების გარემოებები და დაადგინეს, რომ ეს შემთხვევითი ხარვეზი არ არის და თანამგზავრული კავშირი სისტემურად ფერხდება.