"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

პოლიტიკა ·

"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ზინედინ ზიდანმა არ გამორიცხა, რომ მომავალში ტურინის "იუვენტუსი" ჩაიბაროს. "მარჩელო ლიპიმ მასწავლა, რომ ყოველთვის წინ უნდა იარო. როდესაც ტურინში ჩავედი, კარგად ვერ ვთამაშობდი, ამიტომ პრესა და გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ სათანადო დონეზე არ ვიყავი. ლიპიმ მითხრა, რომ მის ხელმძღვანელობით უნდა მეთამაშა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა. "იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა, შესაძლოა, მომავალში", - განაცხადა ზიდანმა.