საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და შენდობა ითხოვეთ მეუფე იობის წინაშე! - ეპისკოპოსი გიორგი ლაშა ნაცვლიშვილს მიმართავს
პოლიტიკა ·

"საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და შენდობა ითხოვეთ მეუფე იობის წინაშე!" - ამ სიტყვებით მიმართავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯანმდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში მეუფე იობს აგინა. სასულიერო პირი "ოცნების" პროპაგანდისტს ურჩევს პასუხისმგებლობა აიღოს იმ სიტყვებისთვის, რაც მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მისამართით გააჟღერა. სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მითუმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.