პროკურატურა - ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც დაზარალებულს ერთ-ერთი საწარმოს წილის გადაფორმებას დაჰპირდა და დაარწმუნა, რომ შემოსავალს თანაბრად გაინაწილებდნენ, ამ ხერხით მას 400 000 ლარი გამოართვა და მიითვისა

საქართველოს პროკურატურამ 400 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულს ერთ-ერთი საწარმოს წილის გადაფორმებას და საერთო ბიზნესის წარმოებას დაჰპირდა, მათივე ცნობით ბრალდებულმა დაზარალებული დაარწმუნა, რომ სასმელი წყლის საზღვარგარეთ რეალიზებას მოახდენდნენ და თანხას გაიყოფდნენ, თუმცა დაზარალებულს 400 000 ლარი გამოართვა და თანხის დაუფლებისთანავე ქვეყანა დატოვა.