სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ
მსოფლიო ·

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთის დედაქალაქში ჩაფრინდნენ. სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ვნუკოვოს აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს დღის პირველ ნახევარში შეხვდებიან.