მედია - ნეაპოლში, ქართველი მომვლელი ქალი დააკავეს, რომელმაც ცოლ-ქმარს წვნიანში დასაძინებლად სპეციალური საშუალება შეურია, რის შემდეგაც 50 000 ევრო ნაღდი ფული და 100 000 ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა
მსოფლიო ·

ნეაპოლში, ქართველი მომვლელი ქალი დააკავეს, - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. გამოცემა Il Riformista-ს ინფორმაციით, ივნისში, 53 წლის ქართველმა ქალმა ნეაპოლში, ერთ-ერთ ოჯახში 70 წელს გადაცილებული წყვილის მომვლელად დაიწყო მუშაობა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ გაუჩინარდა. გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილმა ოჯახიდან 50 000 ევროს ოდენობის ნაღდი ფული და 100 000 ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქურდობამდე წვნიანი მოამზადა, რომელშიც წყვილის დასაძინებლად სპეციალური საშუალება შეურია.