Reuters: იტალიაში 6 300-ზე მეტ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა

მსოფლიო ·

Reuters: იტალიაში 6 300-ზე მეტ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა

იტალიაში 6300-ზე მეტ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, ასობით დაწესებულებაში ევაკუაცია გამოცხადდა, პოლიციამ საკლასო ოთახები და შენობები გაჩხრიკა. პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობები არსად აღმოჩენილა. მელონიმ შესაბამის სამსახურებს ყველა ახალი შეტყობინების საფუძვლიანი გამოძიება მოსთხოვა და განაცხადა, რომ მსგავსმა დეზინფორმაციამ სწავლის პროცესი არ უნდა შეაფერხოს.