მეცნიერებისა და პრაქტიკული მედიცინის სინთეზი მოითხოვს მაქსიმალურ წახალისებას და გაფართოებას - ჯანდაცვის მინისტრი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საზოგადოება ·

მეცნიერებისა და პრაქტიკული მედიცინის სინთეზი მოითხოვს მაქსიმალურ წახალისებას და გაფართოებას - ჯანდაცვის მინისტრი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

"გადაუდებელი მედიცინა და ინტენსიური თერაპია" - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. მასში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობენ. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მეცნიერება და პრაქტიკული მედიცინა მაქსიმალურად მოითხოვს წახალისებასა და გაფართოებას: "ადამიანები, რომლებიც აქ წარდგებიან საკუთარი პრეზენტაციებით,…