თურქეთი საქართველოს სტრატეგიული სახელმწიფოა. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მრავალი მიმართულებით, მათ შორის ტრანსპორტის, ვაჭრობის, ლოგისტიკის და დაკავშირებადობის კუთხით აქტიურად ვითარდება - არჩილ კალანდია

პოლიტიკა ·

საქართველოს პრეზიდენტი ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობს. მიხეილ ყაველაშვილი ფორუმის ფარგლებში არაერთ ლიდერს შეხვდა. რამდენიმე წუთის წინ კი პირისპირ შეხვედრა დასრულდა თურქეთის პირველ პირთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ხაზი გაესვა სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგს. პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით გუშინ მიმართა. საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, არჩილ კალანდია.