უცნობი ჯარისკაცის საფლავთან სამხედრომ პიტ ჰეგსეტს სიცილის გამო შენიშვნა მისცა

მსოფლიო ·

უცნობი ჯარისკაცის საფლავთან სამხედრომ პიტ ჰეგსეტს სიცილის გამო შენიშვნა მისცა

არლინგტონში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მორიგე სამხედრომ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტსა და მის მრჩევლებს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის დასრულების შემდეგ მემორიალთან შეკრებილი ჯგუფის ზოგიერთი წევრი სიცილსა და საუბარში შენიშნეს. „ყველა ვიზიტორი ვალდებულია, ნებისმიერ დროს შეინარჩუნოს სიჩუმე და პატივისცემის ატმოსფერო!“, – ხმამაღლა მიმართა ჯარისკაცმა ჰეგსეტს და მის თანმხლებ პირებს.