პრემიერი - დღეს ევროპასთან ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის, ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის არსებობა
პოლიტიკა ·

საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს. ეს როლი დღესაც მნიშვნელოვანია და მომავალში მისი მნიშვნელობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.