თორნიკე ჭეიშვილი მოპასუხე მხარის პოზიციებზე: გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში​

პოლიტიკა ·

იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც ვერ წარმოადგინეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი მყარი და დასაბუთებული პოზიცია, არსებობს მოლოდინი, რომ ყველა, მათ შორის, მოსამართლეებიც მკაფიოდ დაინახავენ, სად არის სიმართლე, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს, როდესაც მოპასუხისთვის კითხვების დასმის ეტაპი დაიწყება.