ძმები ფეიქრიშვილების დედა - მოვიდა სუს-ის ახალი უფროსი, დაიჭირეს ჩემი შვილები, მერე ვატო ყიფიანი შეიყვანეს, ეს ყველაფერი მდინარაძემ დაალაგა მონსტრებთან ერთად, რომლებიც სუს-ში ბლომად არიან - „პაგონიანი“ ბანდიტები უნდა დაისაჯონ!

მოვიდა სუს-ის ახალი უფროსი, დაიჭირეს ჩემი შვილები, მერე ბრალი დაუმძიმეს, მერე ვატო ყიფიანი შეიყვანეს, შეიძლება ახალმა სუს-ის უფროსმა არც კი იცის, რადგან ეს ყველაფერი მდინარაძემ დაალაგა მონსტრებთან ერთად, რომლებიც სუს-ში ბლომად არიან. გეკა გელაძემაც ბევრი რამე იცის. მოტეხეს, მაგრამ მე ყველაფერს ვხედავ. „პაგონიანი“ ბანდიტები უნდა დაისაჯონ! სუს-ის თანამშრომელი იქნება თუ პოლიციის უფროსი, ყველა უნდა დაისაჯოს ისე, რომ სისტემაში მუშაობა აღარასოდეს შეძლოს. მშობლებისთვის დიდი ტვირთია, როცა შვილები ციხეში არიან.