მეუფე ილარიონი - ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი

ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი მწყემსი არასდროს უშინდება მიწიერ ძალაუფლებას, როდესაც საქმე ერის გადარჩენას ეხება. ჩვენ გვახსოვს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სიმტკიცე მეფის წინაშე, წმინდა იოანე ოქროპირის მხილება სამეფო კარის უსამართლობაზე და წმინდა ამბროსი ხელაიას თავგანწირვა საბჭოთა რეჟიმის პირისპირ.