მერაბ დვალიშვილი - აბუ-დაბიში სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვეპარნენ და თავს დაგვესხნენ

მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში თავს დაესხნენ. კერძოდ, როგორც დვალიშვილი „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, მას და მის მეგობარს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები დაესხნენ თავს. „სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვაძლევდი, როცა უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვეპარნენ მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს და თავს დაგვესხნენ. დაცვის წევრები მე მიჭერდნენ, ისინი კი, ნამდვილი ლუზერებივით, ძირს დაცემულებს ფეხებით გვირტყამდნენ”, - აღნიშნავს დვალიშვილი.