ვარლამ ლიპარტელიანი: ყველა სპორტსმენის სახელით, მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო მერაბ დვალიშვილს. რაც შეეხება, ფაქტს, ამორალური საქციელი იყო, რომელიც არც ადამიანურში, არც სპორტულში არ ჯდება და არანაირი გამართლება არ აქვს

პოლიტიკა ·

ყველა სპორტსმენის სახელით, მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო მერაბ დვალიშვილს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა აბუ-დაბიში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას. „უშუალოდ ფაქტს რაც შეეხება, იყო ამორალური საქციელი, საქციელი, რომელიც არც ადამიანურში, არც სპორტულში არ ჯდება და არანაირი გამართლება არ აქვს. მე ვიტყოდი, რომ იმ სპორტსმენებმა თავიანთი სახე აჩვენეს, ვინც მერაბთან და იმ ახალგაზრდა ბიჭთან მივიდნენ.