მეუფე ნიკოლოზი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე - არ ვიცი, რას მოიტანს პოლიტიკური თვალსაზრისით - ადამიანს რომ აუკრძალო სიმართლის თქმა, ამით შედეგს ვერ მიაღწევ

საზოგადოება ·

მეუფე ნიკოლოზი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე - არ ვიცი, რას მოიტანს პოლიტიკური თვალსაზრისით - ადამიანს რომ აუკრძალო სიმართლის თქმა, ამით შედეგს ვერ მიაღწევ

ხელისუფლებას ეკლესიამ, რა თქმა უნდა, ანგარიში უნდა გაუწიოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ანგარიშის გაწევა კომპრომისული არ უნდა იყოს. ეკლესიამ ყოველთვის სიმართლე უნდა ილაპარაკოს, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, პოლიტიკურ განცხადებებს ეკლესია ვერ გააკეთებს, რადგან ეკლესიის წევრებს შორის ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც პოლიტიკური განათლება აქვს.