ქლოე კარდაშიანმა ყოფილი მეუღლე ლამარ ოდომი მისთვის „მკვდრად“ გამოაცხადა

ქლოე კარდაშიანმა შოუ The Kardashians-ის 12 ნოემბრის ეპიზოდში განაცხადა, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ლამარ ოდომი მისთვის „მკვდარია“. კარდაშიანის უკმაყოფილება Netflix-ის დოკუმენტურმა ფილმმა გამოიწვია, სადაც ოდომმა მათი ქორწინებისა და კარდაშიანის დახმარების შესახებ ისაუბრა.