BTU-ს გუნდი Web Summit-ზე

საზოგადოება ·

BTU-ს გუნდი Web Summit-ზე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტური გუნდი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე – Web Summit- ზე გაემგზავრა. სტუდენტებმა ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საუნივერსიტეტო კონკურსში – UNI4VERSE-ში გამარჯვების შედეგად მოიპოვეს. კონკურსში საწყის ეტაპზე 32 უნივერსიტეტი მონაწილეობდა, ფინალურ ეტაპზე კი 28 უნივერსიტეტს შორის BTU-ს გუნდი გამარჯვებულად დასახელდა.