კიევში დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც, ხანძარი გაჩნდა
მსოფლიო ·

კიევში დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც, ხანძარი გაჩნდა კიევში დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც, ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დრონი უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში მდებარე ცხრასართულიან კორპუსს მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა. დრონით დარტყმის შედეგად, კორპუსის მეექვსე-მეშვიდე სართულებზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო მეხუთე სართული ნაწილობრივ ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.