ლევან ჟორჟოლიანი: EPC-ის სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას, საქართველო ასევე შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას

პოლიტიკა ·

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს EPC-ის სამიტში. აღნიშნულ სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა დუბლინში განაცხადა.