რუმინეთის პრეზიდენტმა, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების დარჩენის სანაცვლოდ, აშშ-ს თანხის გადახდა შესთავაზა - Financial Times
მსოფლიო ·

რუმინეთის პრეზიდენტმა, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების დარჩენის სანაცვლოდ, აშშ-ს თანხის გადახდა შესთავაზა. ეს წინადადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც შავი ზღვის რეგიონში დრონების შეჭრის შემთხვევები შეშფოთებას იწვევს, ხოლო დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს. როგორც პრეზიდენტმა ნიკუშორ დანიმ Financial Times -ს განუცხადა, ვაშინგტონს უკვე შესთავაზა "კონკრეტული თანხები - როგორც სამხედროების განთავსების, ისე ხარჯების განაწილების საკითხზე".