ბერა ივანიშვილი: ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული. ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასდროს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს

ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილის მიმართ აბუ-დაბიში განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა . "გენაცვალეთ ბიჭებო! ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული. ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასდროს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს. კავკასიაში გვაქვს სიტყვა იმ ადამიანებისთვის, ვინც ზურგიდან ეპარება მას, ვისაც რაოდენობრივად აღემატებიან," - წერს ბერა ივანიშვილი და მერაბ დვალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.