წელს, ეკონომიკური ზრდა 6.8%-ზე ოდნავ მაღალიც შეიძლება იყოს | ფინანსთა მინისტრის მოადგილე

პოლიტიკა ·

წელს, ეკონომიკური ზრდა 6.8%-ზე ოდნავ მაღალიც შეიძლება იყოს | ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა შესაძლოა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 6.8%-საც გადააჭარბოს. მან ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდება. "ჯამურად, 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დეფიციტის შემცირება 2.5%-ზე იყო დაგეგმილი და შევამცირებთ 1.3%-მდე.